რას მოიცავს ბინაზე რეაბილიტოლოგის მომსახურება?
ბინაზე რეაბილიტაცია არის სრულყოფილი სამედიცინო სერვისი, რომელიც ინდივიდუალურად ერგება თითოეული პაციენტის საჭიროებებს.
მომსახურება მოიცავს:
თითოეული სესია მორგებულია პაციენტის პროგრესზე და მიმდინარეობს ეტაპობრივად.
რა შემთხვევებში შეგიძლიათ ისარგებლოთ რეაბილიტაციის სერვისით:
1. ნევროლოგიური მდგომარეობები
ნერვული სისტემის დაზიანებისას გადამწყვეტია პირველი რამოდენიმე კვირა.
ინსულტის შემდგომი პერიოდი: დამბლის, კუნთების სპასტიურობის ან სისუსტის დროს ფუნქციების დაბრუნება.
თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები: მოტორული კონტროლისა და კოორდინაციის აღდგენა.
ნევროლოგიური დეფიციტი: როდესაც პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და სჭირდება სპეციფიკური ვარჯიშები თვითმომსახურების უნარების დასაბრუნებლად.
2. პოსტოპერაციული და ორთოპედიული რეაბილიტაცია
ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პირველი რამდენიმე კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს არასწორმა დატვირთვამ ან ტრანსპორტირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ოპერაციის შედეგს.
სახსრების ენდოპროთეზირება: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის შემდეგ, როდესაც პაციენტისთვის კლინიკაში სიარული ფიზიკურად რთული და ტრავმულია.
ხერხემლის ოპერაციები: მალთაშუა თიაქრის ან სხვა ჩარევების შემდგომი მართვა, სადაც ჯდომა და მგზავრობა მკაცრად შეზღუდულია.
რთული მოტეხილობები: იმობილიზაციის (თაბაშირის) შემდგომი პერიოდი, კუნთოვანი ატროფიის თავიდან ასაცილებლად და კიდურის ფუნქციის სრულად აღსადგენად.
3. ხერხემლის პრობლემები და ტკივილის მართვა
ზურგისა და წელის ტკივილი ხშირად ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. რეაბილიტოლოგი გეხმარებათ ტკივილის შემცირებაში და მისი მიზეზის აღმოფხვრაში.
4. ხანდაზმულთა რეაბილიტაცია
ასაკოვანი პაციენტებისთვის ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტიაა.
მობილობის აღდგენა: ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შემდეგ პაციენტის ფეხზე დაყენება და გადაადგილების უნარის დაბრუნება.
რატომ არის რეაბილიტაცია აუცილებელი?
სერვისის მიზანია, დაგიბრუნოთ აქტიური ცხოვრება ზედმეტი სტრესისა და გართულებების გარეშე, თქვენთვის კომფორტულ გარემოში.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎+032 2 111 500
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის ქუჩა #2
info@geo-medi.ge